სცენარის განვითარების ვორქშოფზე შერჩეული პროექტები

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალმა ინდუსტრიული დღეებისთვის (9-11 მაისი) გამოავლინა მონაწილე პროექტები, რომელთა წარმომადგენლებიც დაესწრებიან სემინარებს და ლექციებს სცენარის განვითარების მიმართულებით.

სამდღიანი ჩართული მუშაობის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო მონაწილე, რომელსაც TBC კონცეპტი დააჯილდოებს 1000 ლარით.

ვორქშოფს გაუძღვებიან კინორეჟისორი ლევან კიტია და სცენარისტი ბესიკ ოდიშარია.
11 მაისს კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი გელა ბაბლუანი მონაწილეებს ჩაუტარებს მასტერკლასს “როგორ გავყიდოთ სცენარი”

შერჩეული პროექტები და მათი წარმომადგენლები:
“სხვა სამყარო” – გიორგი ვარსიმაშვილი
“ჩვენ და ისინი” – იზა თითბერიძე
“თვის ბოლოს” – ლევან შუბაშვილი
“მეორე მხარე” – საბა ქარელი
“ნიკო სახლიდან მიდის” – დეა ჭილოკავა
“ბოლოს” – მარიამ სამუშია
“ხმოვანი მოგონებები” – ლიკა დაუშვილი
“ტყე” – ლევან ჭყონია