ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის საკონკურსო პროგრამა

KISFF2022

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალმა დაასრულა ფილმების შერჩევა და საკონკურსო პროგრამა უკვე ცნობილია.

სულ შემოსული 400 ფილმიდან, რომელთა ქრონომეტრაჟიც 10-35 წუთს შეადგენს, 15-15 ნამუშევარი შეირჩა, როგორც მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმების, ასევე დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსისათვის.

ორივე კატეგორიაში გამოვლინდება და დაჯილდოვდება, როგორც საუკეთესო ფილმი, ასევე საუკეთესო რეჟისორი. ამასთან ერთად, კინომცოდნეებისაგან დაკომპლექტებული ჟიური სპეციალური პრიზით დააჯილდოვებს კიდევ ერთ ნამუშევარს.

ფესტივალი ქუთაისში, 24-29 სექტემბერს გაიმართება.

საკონკურსო ფილმების სია ასე გამოიყურება:

შერჩეული Მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევრები:

  1. „ამაღელვებელი ამბავი” ( A Firecracker Story ) ზიზი ჰაო, ჩინეთი.
  2. „იხვზე ნადირობა” (Duck Hunting), გიორგი ქობალია, საქართველო.
  3. „შეტყობინება შეწყვეტის შესახებ” (Report On A Termination) არეზო შაბანიან, ირანი.
  4. „ფუტკრის დაცემა” (The Bee Fall), ვაჟიკო ჩაჩხიანი, საქართველო.
  5. „გუშაგები“ (The Watchers) სანდრო სულაძე, საქართველო.
  6. „პოლონელები“ (The Polacks) კარლოს ბარბა სალვა, კუბა.
  7. „უქმე დღე“ (A Day Off) ლეონარდო ბაზილი, ლიბანი.
  8. „პაპანაქება“ (Heatwave) თორნიკე გოგრიჭიანი, საქართველო.
  9. „ინსპექცია” (The Inspection) კაროლინ ბრამი და ფრედერიკ ბასი, საფრანგეთი.
  10. „პატარა ვუნდერკინდი” (The Little Prodigy) ხავიერ დისკუვე, ბელგია.
  11. „სამზადისი“ (Preparation) ილია ასიტაშვილი, საქართველო.
  12. „ვერ მოვასწარი მისი შეყვარება” (I Didn’t Make It To Love Her) ანა ფერნანდეზ დე პაკო, ესპანეთი.
  13. „ბატიკის ოთახი“ (Batik´s Room) მარია ხალპახჩი, უკრაინა.
  14. „ჭიათურა” (Chiatura) ტობი ანდრისი, საფრანგეთი.
  15. „Rukh“ მიხაილ პლისკო, ყაზახეთი.

შერჩეული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ნამუშევრები

  1. „Ალონი“ ( Aloni) ლუკა ფადიურაშვილი, საქართველო.
  2. „ბედის გზა“ ( Pathway ) ედგარ სარგსიანი, სომხეთი.
  3. „მიცვალებულები გაგვიგებენ” ( The Dead Will Understand ) ანა ჯეგნარაძე, მარიტა თევზაძე, საქართველო.
  4. „გახელილი თვალებით” (Eyes open) ვიაჩესლავ ბიჰუნი, უკრაინა.
  5. „ყოველ კვირას” (Every Sunday) ქეთი პაპადემა, კვიპროსი.
  6. Qurgushum”, ჰოსეინ ნაჯარი, ფატემე სიაჰატი, ირანი.
  7. „ტრადიციული ბრაზილიური ოჯახი კატუ” ( The Traditional Brazilian Family KATU) როდრიგო სენა, ბრაზილია.
  8. „ბიდლა” ( B I D L A ) ამანდა ეკე, მალტა.
  9. „გოგონა ველოსიპედით” ( The Girl with a Bike ) ლევან შუბაშვილი, საქართველო.
  10. „ არა ვინ და ლურჯი ცა” ( No Body and the Blue Sky ) მაგდა გველესიანი, გერმანია.
  11. „ანა” ( Anna) ჯულია როესლერი, გერმანია.
  12. „ჩვენი სიყვარული” ( Our Love ) ვალერია გოლოვინა, ახალი ზელანდია.
  13. „არავის ვეკუთვნი” ( Nobody owns me ) ანუკ მეისნერი, საფრანგეთი.
  14. „ ერთი დღე არადაში” ( A Day in Arada ) მარკო დი ნუნზიო, იტალია.
  15. „ მე მწამს” ( Io Credo ) ელენა რასტეგაევა, იტალია.