
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი
ფილმების ფესტივალი იწყებს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების მიღებას
2022 წლის საერთაშორისო კონკურსისთვის
საკონკურსოდ მიიღება ნებისმიერი ჟანრის ფილმები (გარდა ანიმაციისა) ორ კატეგორიაში:
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები (10-35 წთ)
მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები (10-35 წთ)
აუცილებელი მოთხოვნები:
· ფილმი დასრულებული უნდა იყოს 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ
· უნდა ჰქონდეს ინგლისური სუბტიტრები
· შერჩევის შემთხვევაში უნდა გამოგვიგზავნოთ DCP ფორმატის ფაილი
· ფილმების მიღება ხდება Filmfreeway პლატფორმის საშუალებით (იხილეთ ქვემოთ)
ფილმების გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 ივნისი 2022
საერთაშორისო კონკურსში შერჩევა დასრულდება 2022 წლის 1 აგვისტოს და მონაწილეები ინდივიდუალურად მიიღებენ შეტყობინებას მათი ფილმების შერჩევა/ვერშერჩევის შესახებ.