მთავარი კონკურსში მიიღება ნებისმიერი ჟანრის მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი 10-დან 30 წუთამდე; დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის პრიზი ოქროს დინოზავრი,
მეორე კონკურსში მიიღება
ნებისმიერი ჟანრის 1-დან 5 წუთამდე ფილმი. დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორებს, გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი დინოზავრის ნაკვალევი.
საკუთარ რჩეულს დაასახელებს კინომცოდნეების ჟიური.
პირველი დედლაინი – 20 აგვისტო
მეორე დედლაინი – 20 სექტემბერი
კონკურსში დაიშვება 2018, 2019 და 2020 წელს გადაღებული ფილმები.
ფილმებს უნდა ჰქონდეს ინგლისური სუბტიტრები.
კონკურსში მონაწილეობის ფორმა იხილეთ ქვემოთ
COVID-19 ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ფესტივალი 2020 წელს უცხოელ ავტორებს ვერ მიიღებს. (გამარჯვებული ფილმების ავტორებს ვეპატიჟებით მომავალ წელს)