კონკურსი ქართული კინოს მოყვარულთათვის

კინომოყვარულთა საყურადღებოდ!

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი და კინოთეატრი „საქართველო“ აცხადებს კონკურსს მათთვის, ვისაც უყვარს ქართული კინო.

ყოველი თვის ბოლო შაბათს, ქუთაისში, კინოთეატრ „საქართელოში“ იმართება ქართული ფილმის პრემიერა.

კინოს არაპროფესიონალ მოყვარულს, რომელიც დაესწრება ჩვენებებს და თავის ფავორიტ ფილმზე დაწერს და გამოაგზავნის ესსეს, ეძლევა შანსი გაიმარჯვოს კონკურსში და მიიღოს პრიზი 500 ლარი.

ესსეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 იანვარი.

ესსე უნდა გამოიგზავნოს მისამართზე [email protected]

კომპეტენტური პროფესიული ჟიურის რჩეულს, 25 იანვარს, გადაეცემა ფულადი ჯილდო და დიპლომი. 

დატოვე შენი ნაკვალევი!

შევხვდებით ქუთაისში